პრემიერ ლიგის მე-20 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ელანდ როუდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ლიდს იუნაიტედისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება იხილა.
ორივე გუნდისთვის ამ მატჩს ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა, შესაბამისად, 90 წუთის განმავლობაში მოედანზე დიდი ბრძოლა ვიხილეთ. საბოლოო ჯამში ლიდს იუნაიტედმა და მანჩესტერ იუნაიტედმა თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს და ქულები გაიყვეს.
რუბენ ამორიმის გუნდმა ამ მატჩის შემდეგ 31 ქულა მოაგროვა, რითაც დროებით მე-5 პოზიციაზე გადასვლა მოახერხა. რაც შეეხება ლიდს იუნაიტედს, დანიელ ფარკეს გუნდის წაუგებელი სერია უკვე 7 მატჩს ითვლის — იორკშირელები ამ ტურის შემდეგ 22 ქულით, მე-16 პოზიციაზე დარჩნენ.
ლიდს იუნაიტედი 1-1 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 1-0 ბრენდან აარონსონი 62', 1-1 მატეუს კუნია 65'.









