შემდეგ იყო ბერნარდო სილვას გოლი, შეხვედრის მიწურულს კი ბელგიელმა და ინგლისელმა შემტევმა ნახევარმცველებმა გაცვალეს როლები, ამჯერად ფოდენმა გაიტანა დე ბრუინის ასისტით. ერთადერთი სამწუხარო მომენტი "ქალაქელების" გარშემო მოხდა, ჯეკ გრილიშმა დაზიანება მიიღო და მოედანი 21-ე წუთზე დატოვა.
ინგლისელი გარემარბის ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მოედანზე კი მის ნაცვლად ჟერემი დოკუ შემოვიდა. რაც შეეხება განმეორებით მატჩს "ლურჯებსა" და დანიელებს შორის: 6 მარტს, ჩვენი დროით 23:55 საათზეა ჩანიშნული.









