"ადრიანოს შვილივით ვუფრთხილდებოდი. ვარჯიშის წინ ვეკითხებოდი, ეძინა თუ არა კარგად და დედასთან ხომ ისაუბრა. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მისი იმედი მქონდა. საღამოობით ვურეკავდი და ვეკითხებოდი, თუ რას შვებოდა, ლეიტე კი მპასუხობდა, რომ უკვე პიჟამა ეცვა. ამ ყველაფრის შემდეგ, ბრაზილიელი ფორვარდი ვარჯიშზე მოვიდა ნასვამი, რის გამოც სარეზერვო გუნდში გადავიყვანე.
ინტერნაციონალეს თავდამსხმელს მივანიშნე, რომ მან მორიგი შესაძლებლობა გაანიავა. ახალგაზრდულ გუნდში გატარებული ერთი თვის შემდეგ, "იმპერატორი" დავაბრუნე ისევ მთავარ გუნდში და ვთხოვე, რომ აღარ გაეცრუა იმედი. რით დასრულდა ყველაფერი, კარგად ვიცით", - გაიხსენა მილანელთა ყოფილმა დამრიგებელმა.











