"დიახ, სნეიდერმა 2010 წელს ბევრს მიაღწია. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თანაც ტრებლით. ამის გარდა, გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც. უესლი იყო საკვანძო მოთამაშე როგორც ინტერში, ისე ნიდერლანდების ნაკრებშიც, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ მესისთვის ოქროს ბურთის მიცემით, ის გაძარცვეს.
რთული იყო ვინმეს გაძარცვა ლიონელისა და კრიშტიანუს ეპოქაში, რადგან ამ ორმა ფეხბურთელმა უბრალოდ წარმოუდგენელ მწვერვალებს მიაღწიეს", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, რომ "ნერაძურის" ყოფილმა გამთამაშებელმა ტრიპლეტი (ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, კოპა იტალია) სწორედ "განსაკუთრებულის" დამრიგებლობით მოიგო.









