"ჩემი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე წარმოუდგენელი მიღწევა? რომასთან ერთად ზედიზედ ორჯერ ევროთასების ფინალში გასვლა. ეს არის პრაქტიკულად შეუძლებელი და ჩემს შემდეგ, ამას ვერავინ გაიმეორებს. ჩემპიონთა ლიგის მოგება პორტოსთან და ინტერთან ერთად? ეს უფრო მარტივი იყო, ვიდრე "ჯალოროსისთან" ერთად მიღწეული წარმატება", - განაცხადა პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, მან "მგლებს" მოაპოვებინა კონფერენს ლიგა, ერთი წლის შემდეგ კი მისი გუნდი გავიდა ევროპა ლიგის ფინალში, სადაც სევილიასთან დამარცხდა. აქვე დავამატებთ, "კაპიტოლინის" ყოფილი დამრიგებელი ყველაზე წარმოუდგენელ მიღწევად აქამდე ასახელებდა მანჩესტერ იუნაიტედის პრემიერ ლიგის ვიცე-ჩემპიონობას, 2017/18 წლების სეზონში.











