ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტური გაიხსნა ორი მატჩით - აიაქსი საკუთარ კედლებში დამარცხდა ბენფიკასთან (0:2), გალათასარაი კი უნიონ სენტ-ჟილთან (0:1). აღსანიშნავია, რომ ეს იყო ლისაბონელთა პირველი მოგება ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მიმდინარე სეზონში, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით.
ამსტერდამული გუნდი კი რჩება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთადერთ მონაწილედ, რომელსაც ქულების გრაფაში ნული აქვს. რაც შეეხებათ "არწივებს", ისინი 3 ქულით გაუთანაბრდნენ იუვენტუსს, მარსელსა და ბილბაოს.
| აიაქსი - ბენფიკა | 0:2 |
| გალათასარაი - სენტ-ჟილი | 0:1 |









