რომას ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა. შეგახსენებთ, "მგლებმა" პორტუგალიელი ტაქტიკოსი დანიელე დე როსით ჩაანაცვლეს.
"ჩემთვის სამწუხაროა რომას ასეთ მდგომარეობაში ხილვა. მიმდინარე სეზონში სტადიონზე ვიყავი სამჯერ და ვიხილე გუნდი, რომელიც კარშიც კი ვერ არტყამდა.
პირველ რიგში, პასუხისმგებლები არიან ფეხბურთელები, თუმცა მთავარი დამნაშავე ყოველთვის მწვრთნელია. რაც შეეხება დე როსის, მგონია, რომ ის გაგვაოცებს.
დანიელეს ვიცნობ კარგად და ვიცი მისი იდეების შესახებ. გულშემატკივრები მოურინიოს უჭერდნენ მხარს? ეს კონფერენს ლიგაში ჩემპიონობის გამო მოხდა.
ჩემთვის აღნიშნულ ტურნირს არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, რადგან სამი წლის წინ, ის არც არსებობდა", - განაცხადა ვეტერანმა ბელგიელმა შუახაზელმა რომას შესახებ.









