დღეს ჩვენმა გუნდმა ლუქსემბურგთან მატჩისთვის საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს "დინამო არენაზე" 21 მარტს უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ლუქსემბურგის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პლეიოფის ფინალში გავა, სადაც საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და თუ ფინალსაც მოიგებს, ჩვენი გუნდი, არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია