ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, ბაიერნთან განცდილი მარცხის შემდეგ, რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ კომენტარი გააკეთა.
"საოცარი მატჩი იყო, სამი გოლი გავიტანეთ და კიდევ უფრო მეტის გატანის შანსიც გვქონდა. ჩემმა ფეხბურთელებმა მოედანზე მაქსიმუმი გააკეთეს და გული მწყდება სასურველი შედეგი რომ ვერ დავაფიქსირეთ."
"მსაჯს არ ახსოვდა კამავინგას ყვითელი ბარათი, რადგან ასეთ ეპიზდებში ფეხბურთელს არ აძევებენ. წითელმა ბარათმა საბოლოოდ თამაში გააფუჭა და ყველაფერი დაასრულა. მე უკვე მზად მქონდა ცვლილებები, თუმცა, 10 კაცით დავრჩით, რასაც მეტოქის გოლი მოჰყვა და საბოლოოდ დავმარცხდით" — ალვარო არბელოა.
ბაიერნმა რეალი ორივე მატჩში დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, პსჟ-ს დაუპირისპირდება. მეორე 1/2 ფინალურ მატჩში კი ერთმანეთს ატლეტიკო და არსენალი შეხვდებიან.









