მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ დაასახელა მატჩი, რომელმაც პრემიერ ლიგაში მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ესპანელი სპეციალისტისთვის ასეთი შეხვედრა არის სუონსისა და კრისტალ პალასს შორის გამართული დაპირისპირება, რომელიც 5:4 დასრულდა.
"ცხრა გოლი, რომლიდანაც რვა გავიდა სტანდარტებიდან - ჯარიმები, კუთხურები, აუტები. ბურთი დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა ჰაერში და არა მიწაზე. ეს არის ინგლისური ფეხბურთი, რომლისთვისაც მე ადაპტირება მომიწია. ვიყავი მიჩვეული სხვა ფეხბურთს, მსგავსი რამ კი იქამდე ნანახი არ მქონდა.
"
აღნიშნული მატჩი გაიმართა 2016/2017 წლების სეზონში, ესპანელი მწვრთნელის სადებიუტო სეზონში "ქალაქელების" დამრიგებლის რანგში. იმ სეზონში ჩემპიონი გახდა ლონდონის ჩელსი, გუარდიოლას გუნდი კი მე-3 პოზიციაზე გავიდა.









