ლივერპულის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა. ლეგენდარულმა მენეჯერმა აღნიშნა, რომ ეგვიპტელი ფორვარდის მსგავსი მოთამაშე მას არასდროს უნახავს. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის ბოლოს, ვეტერანი შემტევი მერსისაიდს დატოვებს.
"სალაჰის მსგავსი ფეხბურთელი არასდროს მინახავს. რომაში თამაშის დროს ის განიცდიდა, რომ ბევრ გოლს არ იტანდა, ლივერპულში კი მოჰამედმა წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია. ყოველი შვებულების შემდეგ, ის ბრუნდებოდა ახალი გაუმჯობესებული კომპონენტით. დიახ, ეგვიპტელი ფორვარდი დასვენების დროსაც ვარჯიშობდა.
მოუთმენლად ველოდები მერსისაიდული გუნდის ლიდერის ბოლო მატჩებს პრემიერ ლიგაში. ჩემი აზრით, რაღაც განსაკუთრებულს ის აუცილებლად შემოგვთავაზებს. დიახ, გვქონია რთული მომენტები, მაგრამ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მხოლოდ ღიმილი არ არის საკმარისი", - განაცხადა გერმანელმა დამრიგებელმა.









