პრემიერ ლიგის 29-ე ტურში ლივერპული სენსაციურად დამარცხდა ბოლოადგილოსან ვულვერჰემტპონ უონდერერსთან. აღსანიშნავია ის, რომ მერსისაიდელებმა გადამწყვეტი ბურთი გაუშვეს 90-ე წუთის შემდეგ, რაც ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეხუთედ მოხდა. აღნიშნული მაჩვენებლით, "წითლებმა" ანტირეკორდი დაამყარეს.
პირველმა ეს გააკეთა კრისტალ პალასმა, რომელმაც ენფილდის ბინადრებს გამარჯვების მომტანი გოლი 97-ე წუთზე გაუტანა. შემდეგ იყო წაგება ჩელსისა და ბორნმუთთან 95-ე წუთებზე, მანჩესტერ სიტისთან 93-ე წუთზე, გუშინ კი როგორც აღვნიშნეთ, "მგლებთან", 94-ე წუთზე.
რაც შეეხება არნე სლოტის გუნდის სატურნირო მდგომარეობას, ჩამორჩენა უახლოეს კონკურენტებთან, მანჩესტერ იუნაიტედსა და ასტონ ვილასთან ამ მომენტისთვის შეადგენს 3 ქულას, (51:48). ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ მათ 1 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.









