დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირება პსჟ-სა და ლონდონის ჩელსის შორის.
მატჩის წინ პრესკონფერენცია პარიზელთა ფრანგმა შემტევმა ბრედლი ბარკოლამ გამართა.
"წინა ტურში ვერმოგებული მატჩი უნდა დავივიწყოთ და ჩელსისთან თამაშზე ვიფიქროთ. ვფიქრობ, ამ რთული მატჩისთვის მზად ვართ.
პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე გვაქვს, ეს უპირატესობაა, რადგან საოცარი გულშემატკივრები გვყავს. ისინი ყოველ მატჩში კარგ ატმოსფეროს ქმნიან.
წარსულზე არ უნდა ვიფიქროთ. ჩელსისთან მოგება მარტივი არ იქნება, თუმცა მშივრები ვართ და გამარჯვება გვწურია", - განაცხადა ბარკოლამ.









