ჩემპიონთა ლიგის ფაზის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ენფილდზე შედგა, სადაც ერთმანეთს ლივერპული და მადრიდის რეალი დაუპირისპირდნენ.
მერსესაიდელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მადრიდელთა მეკარე ტიბო კურტუა სასწაულ ბურთებს იღებდა.
სობოსლაის ჩაწოდების შემდეგ, მაკალისტერის თავურს კურტუამ ვერაფერი მოუხერხა და ლივერპულმა 1:0 მოიგო.
გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა დამაჯერებელ იყო, ორი სეივი გააკეთა და 6.7 შეფასება მიიღო.









