ფიფას გადაწყვეტილებით, ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპი შეიცვალა, რის მიხედვითაც ევროპული ნაკრებები არა 10, არამედ 12 ჯგუფში გადანაწილდებიან. გაკეთედება ხუთ და ოთხ გუნდიანი ჯგუფები. ჯგუფები სადაც 5 გუნდი იქნება წარმოდგენილი, საკვალიფიკაციო ეტაპს 2025 წლის მარტში დაიწყებენ, ხოლო ჯგუფები სადაც 4 გუნდი იქნება, ისინი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას სექტემბერში დაიწყებენ. ჯგუფური ეტაპი 2025 წლის ნოემბერში დასრუდლება.
საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვლინდება 12 გამარჯვებული (პირველადგილოსნები), რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გავლენ. რაც შეეხება ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ ნაკრებებს, ისინი ერთა ლიგის 2024/25 სეზონის, ჯგუფური ეტაპის ოთხ საუკეთესო რეიტინგის მქონე გუნდთან ერთად, პლეი-ოფს ითამაშებენ, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ 4 საგზური გათამაშდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მესამე კალათაშია წარმოდგენილი — იხილეთ ჩვენი პოტენციური მეტოქეები ყველა კალათიდან:

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 13 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება. წილისყრის ყურება ამ ლინკზე იქნება შესაძლებელი.
მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი სტარტს 2026 წლის 11 ივნისს აიღებს, ფინალი კი 19 ივლისს გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატს 3 მასპინძელი ქვეყანა ეყოლება: აშშ, კანადა და მექსიკა.
მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი სტარტს 2026 წლის 11 ივნისს აიღებს, ფინალი კი 19 ივლისს გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატს 3 მასპინძელი ქვეყანა ეყოლება: აშშ, კანადა და მექსიკა.











