საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, დინამო არენაზე თურქეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
ამ სტატიაში სტუმარი გუნდის სავარაუდო შემადგენლობას შემოგთავაზებთ.
ჩვენი ინფორმაციით, ვინჩენცო მონტელა საკუთარ გუნდს 4-2-3-1 სქემით ათამაშებს.
იხილეთ თურქეთის ეროვნული ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
უგურჩან ჩაქირი, ზეკი ჩელიკი, მერიჰ დემირალი, აბდულქერიმ ბარდაქჩი, ერენ ელმალი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ორქუნ ქოქჩუ, იუნუს აქგიუნი, არდა გიულერი, ქენან ილდიზი, ბარიშ ალპერ ილმაზი.









