ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ნეიმარის შესახებ ისაუბრა.
"ნეიმარი ერთ-ერთი ის მოთამაშეა, ვისაც შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. რაც მთავარია ახლა ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას კარგი თამაშის ჩვენება სჭირდება. როდესაც ბრაზილიაში ჩემპიონატი დასრულდება, მას დასვენების საშუალება ექნება და შემდეგ კვლავ უნდა აჩვენოს თავისი ხარისხი და ფიზიკური ფორმა, რათა დაიმსახუროს ნაკრებში დაბრუნება.
საბოლოო სიის შედგენამდე ექვსი თვე გვაშორებს, შესაბამისად, როგორც ნეიმარს, ისე სხვა მოთამაშეებსაც თვალყური უნდა ვადევნოთ, რადგან საბოლოო სიის შედგენისას შეცდომები არ დავუშვათ.
ყველა ფიქრობს, რომ ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, მე კი ვფიქრობ, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. მუნდიალის დაწყებამდე საკმაოდ დიდი დროა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გულშემატკივრების გასახარებლად."
შეგახსნებეთ, ნეიმარს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 128 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც 79 გოლი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.









