2026 წლის რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოში, კერძოდ კი თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება — ტურნირი სტარტს 27 ივნისს აიღებს და ჩემპიონი 18 ივლისს გამოვლინდება.
მსოფლიო რაგბიმ ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა გაზარდა და წელს პირველად ჩემპიონობისთვის 16 ნაკრები იბრძოლებს. ასევე შეიცვალა სახელი და 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნაცვლად გახდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი.
განთესვის შედეგად 16 გუნდი 4 სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდა, საიდანაც პირველადგილოსნები 1/2 ფინალში გავლენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. ტურნირის მასპინძელი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები A ჯგუფშია, სადაც სამხრეთ აფრიკას, უელსს და ურუგვაის დაუპირისპირდება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ აღნიშნული ტურნირის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს სამი სტადიონი უმასპინძლებს.
"სიხარულით და სიამაყით ველოდებით ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოში, რომელიც ახალი ფორმატით გაიმართება. ამ პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობა თბილისსა და ქუთაისში, სამ ფანტასტიურ სტადიონზე, პრივილეგიაა ჩვენი სარაგბო ერისთვის. მზად ვართ უმაღლესი დონის თამაშებისთვის, რომელიც გულშემატკივარს მრავალი წლის განმავლობაში ემახსოვრება"









