მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მაყურებელმა ბოლო დაპირისპირებები ნეშვილსა და ფილადელფიაში იხილა, სადაც H ჯგუფის მატჩები გაიმართა. ალ ჰილალმა პაჩუკას 2-0 მოუგო, ხოლო რეალ მადრიდმა ზალცბურგი უშანსოდ, 3-0 გაანადგურა. ჩაბი ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მეორე პოზიციაზე კი სიმონე ინძაგის ალ ჰილალი გავიდა.
უკვე ცნობილია 1/8 ფინალში რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
იხილეთ წყვილები და პლეი-ოფის მთლიანი ბადე:
მომდევნო ეტაპზე რამდენიმე გამორჩეული წყვილი დაჯდა. 1/8 ფინალური ეტაპი 28 ივნისს, ბრაზილიური დაპირისპირებით დაიწყება — მაყურებელს წინ პალმეირასი-ბოტაფოგოს ძალიან საინტერესო მატჩი ელოდება.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება რეალ მადრიდსა და იუვენტუსს შორის გველოდება, ხოლო რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის 2024/25 სეზონის გამარჯვებულს, პსჟ 29 ივნისს ინტერ მაიამის შეხვდება.









