მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით 2025 წლის ზაფხულში ჩატარდება. ტურნირი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება და მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს. გუშინ ღამით გაირკვა ტურნირის ბოლო მონაწილე გუნდის ვინაობა — ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული ბოტაფოგო გახდა, შესაბამისად, ბოლო ვაკანტური ადგილი ბრაზილიურმა გუნდმა მიიღო.
გთავაზობთ იმ გუნდების ვინაობას, რომლებმაც ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ.
ევროპა: რეალ მადრიდი, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, პსჟ, პორტო, ინტერი, ატლეტიკო მადრიდი, ზალცბურგი, ბაიერნი, ბენფიკა, დორტმუნდი, იუვენტუსი;
აზია: ალ ჰილალი, ალ აინი, უსლან ჰიუნდაი, ურავა რედ დაიმონდსი;
აფრიკა: ალ აჰლი, ესპერსანსი, ვიდადი, მამელოდი სუნდონსი;
ჩრდილოეთ ამერიკა: ინტერ მაიამი, სიეტლი, მონტერეი, პაჩუკა, ლეონი;
სამხრეთ ამერიკა: ბოტაფოგო, ფლამენგო, ფლუმინენსე, პალმეირასი, რივერ პლეიტი, ბოკა ხუნიორსი.
ოკეანეთი: ოკლენდ სიტი;
ჯგუფებში გუნდები სამ შეხვედრას ჩაატარებენ, საიდანაც პირველ და მეორე ადგილზე გასულები მერვედფინალში ითამაშებენ. 1/8 ფინალიდან ტურნირი პლეი-ოფის სისტემით გაგრძელდება.
ჯგუფური ეტაპის წილისყრა 5 დეკემბერს გაიმართება, სადაც 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდება. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი სტარტს 2025 წლის 15 ივნისს აიღებს, ფინალი კი 13 ივლისს გაიმართება.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი — ყველა მონაწილე გუნდი ცნობილია









