ფიფაში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ტურნირზე ორი ისეთი კლუბის ასპარეზობა არ შეიძლება, რომელსაც ერთი მფლობელი ჰყავს. ლეონი და პაჩუკა Grupo Pachuca-ს მფლობელობაში იმყოფებიან, შესაბამისად, ფიფამ ტურნირიდან ლეონი მოხსნა.
ამ მომენტისთვის უცნობია, რომელი გუნდი შეცვლის ლეონს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, თუმცა ფიფაში გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი სტარტს 2025 წლის 15 ივნისს აიღებს, ფინალი კი 13 ივლისს გაიმართება.










