ტოტენჰემის კაპიტანმა, კრისტიან რომერომ თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა. ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ, არგენტინელმა უკანახაზელმა აღნიშნა, ის მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს.
"ტოტენჰემში ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის, ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. თავდაპირველად გავხდი კაპიტანი, შემდეგ კი ლონდონელებთან ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ფანტასტიური გადაწყვეტილება მივიღე. ქომაგებს მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა მოვუხადო.
"
შეგახსენებთ, რომ "სპურსმა" არგენტინელ ცენტრალურ მცველთან ერთად გასულ სეზონში მოიპოვა ევროპა ლიგის ტიტული, რაც გამოდგა ამ კლუბის პირველი თასი 2008 წლის შემდეგ. ჰოტსპურ არენას ბინადრები ახლოს იყვნენ უეფას სუპერ თასის მოგებასთანაც, მაგრამ 11-მეტრიანების სერიაში პარის სენ-ჟერმენთან დამარცხდნენ.









