ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა დაასახელა ტრანსფერი, რომლის განხორციელებას ის ყველაზე მეტად ნანობს. გერმანელი დამრიგებლისთვის ასეთი გარიგება ტიაგო სილვას პარის სენ-ჟერმენიდან ლონდონის ჩელსიში გადასვლა არის.
"ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ სილვა პარის სენ-ჟერმენში კარიერის ბოლომდე არ დარჩებოდა. ვერ მივხვდი, თუ რატომ გაუშვეს ის. ვითხოვდი ტიაგოს შენარჩუნებას, მაგრამ მითხრეს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. მსოფლიოს საუკეთესო უკანახაზელის გაშვება, სრული სისულელეა."
ბრაზილიელი ცენტრალური მცველი პსჟ-დან გადავიდა "არისტოკრატებში", სადაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ცნობისთვის, "ლურჯ-წითლების" ყოფილი უკანახაზელის დამრიგებელი სტემფორდზე იმ დროს სწორედ გერმანელი სპეციალისტი იყო.









