დღეს გაიმართება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სანაკრებო მატჩები. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ გუნდებს ჯგუფურ ეტაპზე დარჩათ 2 შეხვედრის ჩატარება, რის შემდეგაც ნაკრებების ნაწილი მუნდიალზე მოხვდება პირდაპირ, ნაწილი ითამაშებს შესარჩევის პლეიოფში, ნაწილი კი შემდეგი მსოფლიოს საკვალიფიკაციოს დაელოდება.
ჯგუფური ეტაპის დასკვნითი დაპირისპირებები იწყება დღეს და ცენტრალურ მატჩად შეგვიძლია მივიჩნიოთ საფრანგეთი - უკრაინის შეხვედრა. განვიხილოთ, თუ რა ინტრიგა იმალება "მამლებისა" და "ლურ-ყვითლების" დაპირისპირებაში.
საფრანგეთი V უკრაინა
D ჯგუფში ჩატარებული ოთხი ტურის შემდეგ, პირველ ადგილზე 10 ქულით არის საფრანგეთი, მეორეზე 7 ქულით უკრაინა, მესამეზე 4 ქულით ისლანდია, ბოლოს კი 1 ქულით აზერბაიჯანი. როგორც ვხედავთ, ბოლო ორ შეხვედრაში "მამლები" და "ლურჯ-ყვითლები" ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას გაარკვევენ.
ფავორიტად მოიაზრებიან "ლურჯები", არა მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპზე, არამედ ზოგადად, მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზეც. ამის გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ დიდიე დეშამის გუნდმა ამ შესარჩევში სლავებს ერთხელ უკვე მოუგო. კილიან მბაპესა და მაიკლ ოლისეს ბურთებით, საფრანგეთმა 2:0 იმარჯვა.
დღევანდელი მატჩები
| ნორვეგია - ესტონეთი | 21:00 |
| სომხეთი - უნგრეთი | 21:00 |
| აზერბაიჯანი - ისლანდია | 21:00 |
| საფრანგეთი - უკრაინა | 23:45 |
| ირლანდია - პორტუგალია | 23:45 |
| ინგლისი - სერბეთი | 23:45 |
| მოლდოვა - იტალია | 23:45 |
| ანდორა - ალბანეთი | 23:45 |









