პარაფარიკაობის სოფლიოს თასზე ქართველებმა 2 მედალი მოიპოვეს. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ შეჯიბრებაზეეტლით მოფარიკავეებმა - ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.
ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ფინალური შეხვედრა პოლონელ კინგა დროჟთან ანგარიშით 10:15 დაასრულა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ირმა ხეცურიანმა, ასევე ხმლით ფარიკაობაში, ნახევარფინალური შეხვედრა იტალიელ ანდრეა მოგოსთან ანგარიშით 13:15 დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.









