ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა სტივენ ჯერარდმა, რომელიც ლივერპულში წლების განმავლობაში თამაშობდა, 2 გამორჩეული გუნდი დაასახელა.
"თუ იმას დავივიწყებ, რომ ლივერპულის გულშემატკივარი ვარ, ვფიქრობ რეალი და ბარსელონა არიან კლუბები, სადაც თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.
უნდა ვაღიაროთ, რომ ეს 2 კლუბი მსოფლიოში ყველაზე გიგანტები არიან. არ ვიცი, მოგწონთ თუ არა ეს, მაგრამ ასეა - როცა შენს წინააღმდეგ ბარსა ან რეალი თამაშობს, ყველაფერი სხვანაირად ხდება", - განაცხადა ჯერარდმა.
შეგახსენებთ, ჯერარდი ლივერპულში 17 წლის განმავლობაში თამაშობდა და ამ დროში გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოიგო.









