ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა, ემანუელ პეტიმ გააკრიტიკა მადრიდის რეალის ლიდერი, კილიან მბაპე. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, "სამეფო კლუბის" წარუმატებლობა უკავშირდება სწორედ ფრანგი ფორვარდის ეგოიზმს, პარის სენ-ჟერმენმა კი მისი წასვლით ყველაზე მეტად იხეირა.
"რეალის გასახდელი აივსო ეგოიზმით, მას შემდეგ, რაც იქ მბაპე მივიდა. ეს არის ფიასკო, ყველაფერი მის წინააღმდეგ არის. პარის სენ-ჟერმენმა დაიწყო ფენომენალური თამაშის ჩვენება, მას შემდეგ, რაც კილიანი წავიდა. 5 თითივით შეკრული გუნდია, რაც მისი ყოფნის დროს ასე არ იყო", - განაცხადა ფრანგმა ყოფილმა შუახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ყოფილი თავდამსხმელი მადრიდში ატარებს მეორე სეზონს და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის გარეშე წელსაც რჩება. რაც შეეხებათ "ლურჯ-წითლებს", მათ ელით ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალური დუელი მიუნხენის ბაიერნთან.









