მატჩის შესახებ La Gazzetta dello Sport Georgia-სთან საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა ისაუბრეს.
ბექა საღინაძე: "ვულოცავ ყველას რეკორდული სხვაობით მოგებას, რა თქმა უნდა სასიხარულოა. რაც შეეხება მწვრთნელების დავალებას, ვიცოდით ვისაც ვეთამაშებოდით, რა თქმა უნდა ყველა მეტოქეს ვაფასებთ, მაგრამ მთავარი შეტყობინება იყო რომ გუნდურად გვეთამაშა და ანგარიშზეც აისახა.”
ილია სპანდერაშვილი: ყველამ ვიცოდით თამაშის წინ ფავორიტები ვიყავით, უნდა შეგვენარჩუნებინა ჩართულობა, რაც კარგად შევძელით. ეს ერთგვარი სავარჯიშო მატჩი იყო მომდევნო მატჩებისთვის და სასიამოვნოა რომ რეკორდული ანგარიშით მოვიგეთ."
“ბორჯღალოსნები" მორიგ შეხვედრას რაგბი ევროპაზე 8 თებერვალს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩატრდება.
ფოტო: საქართვეწლოს რაგბის კავშირი, ირაკლი ტყემალაძე









