ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩის წინ, რეალ მადრიდის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც ირკვევა, კილიან მბაპემ ბოლო ვარჯიშზე მარცხენა მუხლზე ტკივილი იგრძნო, რის გამოც უდიდესი ალბათობით ბენფიკასთან განმეორებით მატჩს გამოტოვებს.
როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, ალვარო არბელოა ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, კილიან მბაპეს თამაშის შანსი თითქმის ნულს უტოლდება.
შეგახსნებეთ, რეალ მადრიდმა პორტუგალიური კლუბი პირველ მატჩში მინიმალური ანგარიშით, 0-1 დაამარცხა. რაც შეეხება განმეორებით დაპირისპირებას, შეხვედრა ხვალ, 25 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.









