პაფოსთან მარცხის შემდეგ, ესპანურმა მედიამ ვილიარეალი გააკრიტიკა. პრესამ აღნიშნა, თუ რამხელა სხვაობაა ლა ლიგის ბინადარ "სუბმარინასა" და "ლურჯების" მოთამაშეებს შორის. ესპანურმა კლუბმა გიორგი მიქაუტაძე გაიფორმა 31 მილიონად, კვიპროსული გუნდის ფეხბურთელების ჯამური ღირებულება კი 26.2 მილიონია.
ცალკე გამოსარჩევია "ყვითლების" ზოგადად წარუმატებელი გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში. ოთხი ტურის შემდეგ, სერამიკას ბინადრები 1 ქულით 32-ე პოზიციაზე არიან. როგორც ვიცით, ლიგის ფაზის დასაძლევად კლუბებს 24-ეულში შესვლა სჭირდებათ.
რა თქმა უნდა, დაკარგული ჯერ არაფერია და მარსელინო ტორალის გუნდს მდგომარეობის გამოსასწორებლად კიდევ ოთხი მატჩი აქვს. ვილიარეალის დარჩენილი მეტოქეები იქნებიან დორტმუნდის ბორუსია, ლევერკუზენის ბაიერი, ამსტერდამის აიაქსი და კოპენჰაგენი.
| ვილიარეალის ფეხბურთელების ჯამური ღირებულება | 280.3 მილიონი ევრო |
| გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი | 31 მილიონი ევრო |
| პაფოსის ფეხბურთელების ჯამური ღირებულება | 26.2 მილიონი ევრო |









