როგორც მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. აპენინელებმა ბოლოს მთავარ ტურნირზე ითამაშეს 2014-ში, პლეიოფში კი 2006-ში. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა "სკუადრა აძურას" ლეგენდარული ფორვარდი, ალექს დელ პიერო.
"ის, რაც გააკეთა იტალიის ნაკრებმა, სამარცხვინო არის. მთელი მსოფლიოს დასაცინები გავხდით. ზედიზედ სამი გამოტოვებული მსოფლიო პირველობა? ამის პატიება ნამდვილად რთულია. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ასეთი დიდი ისტორიის მქონე ეროვნული გუნდი ზედიზედ 3-ჯერ მუნდიალს მიღმა დარჩეს.
ვსაუბრობთ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ ნაკრებზე, რომელსაც მთავარ ტურნირზე უკვე 20 წელია, რაც არაფერი გაუკეთებია. ადრე, "სკუადრა აძურას" ჰყავდა უმაღლესი კლასის შემადგენლობა, დღეს კი საშუალოც აღარ არის", - განაცხადა იტალიელმა ექს-ფორვარდმა.









