ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებს კვარაცხელიას გარდა ნაპოლის კიდევ ერთი მოთამაშის, სტანისლავ ლობოტკას, ყიდვა სურთ.
თუმცა ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, ორივე ამ შემოთავაზებაზე ბარსელონას მტკიცე უარი უთხრა, რადგან მას სულ სხვა გეგმები აქვს.
დე ლაურენტისსა და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის, რომელის მიხედვითაც ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ცნობილია კონტრაქტის დეტალებიც - კვარაცხელია კონტრაქტს ხელს 2028 წლამდე მოაწერს და მისი ანაზღაურება ახლანდელზე 3-ჯერ მეტი, 4 მილიონი ევრო, იქნება.











