ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში პარის სენ-ჟერმენმა ბერგამოს ატალანტა 4:0 გაანადგურა. ორ კვირაში გაიმართება მეორე ტური, რომელშიც პსჟ-ს მეტოქე ბარსელონა იქნება. აღნიშნული კლუბების ურთიერთშეხვედრების ისტორია მდიდარია დასამახსოვრებელი მომენტებით და კატალონიელების წინააღმდეგ გასახსენებელი ხვიჩა კვარაცხელიასაც აქვს.
ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონის მერვედფინალში ნაპოლი სწორედ "ბლაუგრანასთან" დამარცხდა (1:3, 1:1). ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როცა ქართველმა ვინგერმა მთავარ საკლუბო ტურნირზე "პარტენოპეის" ფეხბურთელის რანგში ითამაშა. 1-წლიანი პაუზის შემდეგ, "აძურის" ყოფილი შემტევი ლიგაზე ლურჯ-წითელ მაისურში დაბრუნდა.
აქვე დავამატებთ, რომ დიეგო მარადონას ბინადრების ბარიერის გადალახვის შემდეგ, ჩავი ერნანდესის გუნდმა მეოთხედფინალში სწორედ პარის სენ-ჟერმენთან წააგო. კამპ ნოუს ბინადრებისა და მთავარი საკლუბო ტურნირის მოქმედი ჩემპიონის შეხვედრა 1 ოქტომბერს გაიმართება.









