ლივერპულის ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა მონაწილეობა მიიღო ბლიც ინტერვიუში, რომელშიც რამდენიმე საინტერესო პასუხი დააფიქსირა. მაგალითად, ოცნების თანაგუნდელად ეგვიპტელმა ფორვარდმა დაასახელა ედენ აზარი, საყვარელ სპეციალისტად კი არა იურგენ კლოპი, როგორც ბევრს ეგონა, არამედ ლუჩანო სპალეტი.
მერსისაიდელების ლიდერმა იტალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით რომაში ითამაშა ორი წელი, 2015 - 2017, რის შემდეგაც ის პრემიერ ლიგაში გადავიდა. "ჯალოროსის" ყოფილი დამრიგებლის მუშაობით "წითლების" მე-11 ნომერმა ჩაატარა 62 შეხვედრა, რომელშიც შეაგდო 28 ბურთი და გააკეთა 20 ასისტი.









