ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ბარსელონამ ნიუკასლი 7-2 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩის შემდეგ, კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელებმა მისი მითითებები ზუსტად შეასრულეს.
"პირველი ტაიმი ძალიან რთული გამოდგა. მეტოქე პრესინგს გვეთამაშებოდნენ და ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში ძალიან ძლიერები იყვნენ. პირველი გოლის გატანის შემდეგ ყველაფერი აირია და თამაში ღია გახდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ მესამე გოლი პირველივე ტაიმში გავიტანეთ და შესვენებაზე უპირატესობით გავედით."
"კმაყოფილი ვარ იმ ფაქტით, რომ შესვენებაზე ფეხბურთელებს კონკრეტული მითითებები მივეცით და მათ ეს შეასრულეს. მწვრთნელისთვის ყოველთვის სასიხარულოა, როცა მოთამაშეები გისმენენ და შემდეგ ამას მოედანზე ახორციელებენ. მეორე ტაიმში ახალი, გაუმჯობესებული თავდაჯერებულობა დავინახე. ჩემი გუნდი ძალიან ახალგაზრდულია, მაგრამ ისინი ყოველთვის ცდილობენ გახდნენ უკეთესები და განაგრძობენ განვითარებას" — ჰანსი ფლიკი.
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ბარსელონას მეტოქე მადრიდის ატლეტიკო იქნება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში ტოტენჰემი დაამარცხა. შეხვედრები 7 და 14 აპრილს გაიმართება.









