"ეს არის სრული შოკი, რადგან მე არასოდეს გამომიყენებია რაიმე აკრძალული ნივთიერება ან არ დამირღვევია რაიმე წესი. მჭიდროდ ვმუშაობ ჩემს გუნდთან, რათა გამოვიკვლიო, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. ვიცი, რომ არაფერი დამიშავებია და იმედი მაქვს მოედანზე მალე დავბრუნდები", - წერს უკრაინელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
როგორც გაირკვა, მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება მელდონიუმი მიიღო, ნოემბერში ჩაბარებულმა ტესტმა კი დადებითი ტესტი აჩვენა. ფეხბურთელმა ტესტი ნოემბრის სანაკრები პაუზის დროს ჩააბარა, როდესაც მუდრიკმა საქართველოსთან და ალბანეთთან ითამაშა.
მუდრიკი არ გამოჩენილა ჩელსის შემადგენლობაში მას შემდეგ, რაც 90 წუთი ითამაშა 28 ნოემბერს, კონფერენს ლიგაზე ჰაიდენჰაიმის წინააღმდეგ. ამ მატჩის შემდეგ, ენცო მარესკამ, მუდრიკის დანაკლისზე მხოლოდ ის თქვა, რომ ფეხბურთელი გაციებულია და ზუსტად არ იცოდა როდის შეძლებდა დაბრუნებას.
რა არის მელდონიუმი, ის აკრძალული ნივთიერება, რომელიც მუდრიკის სისხლში აღმოჩნდა და რომელ სპორტსმენებს მიუღიათ ის წინა წლებში?
მელდონიუმი არის გულის დაავადების წამალი, რომელიც შეიქმნა 1970 წელს საბჭოთა კავშირში. ეს პრეპარატი შექმნილია იშემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, როდესაც სისხლის ნაკადი შეზღუდულია სხეულის ქსოვილებში, კუნთებში ან ორგანოებში. მელდონიუმი აძლიერებს მეტაბოლიზმს და ზრდის სისხლის ნაკადს შესაბამისად, სპორტსმენები ამ დროს უფრო მეტი ენერგიით ვარჯიშობენ. ეს პრეპარატი აკრძალულ ნივთიერებების სიას 2016 წლის იანვარში დაემატა.

ყოფილი რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა იყო ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, როდესაც სპორტსმენს მელდონიუმის გამოყენების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. 2016 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე წარუმატებელი დოპინგ ტესტირებამ, გამოიწვია ჩოგბურთელის ორწლიანი დისკვალიფიკაცია. მაშინ შარაპოვამ აღიარა, რომ მან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ეს პრეპარატი მიიღო.
შარაპოვამ ლოს-ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას 10 წლის განმავლობაში აძლევდნენ ამ კონრკეტულ პრეპარატს და მან არ იცოდა, რომ ეს წამალი მელდონიუმი იყო. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ შარაპოვას აკრძალვა 15 თვემდე შეუმცირა 2016 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ იგი განზრახ არ იღებდა მელდონიუმს.
რა სასჯელი ემუქრება მიხაილო მუდრიკს?
რა სასჯელი ემუქრება მიხაილო მუდრიკს?
ფეხბურთელი ჯერჯერობით მხოლოდ A სინჯზეა შემოწმებული, შემდეგი ეტაპი B სინჯის შემოწმებაა და აქაც თუ დადებითი პასუხი იქნება, მუდრიკს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია დაელოდება B ნიმუშის დასკვნებს შემდგომი ნაბიჯების გადაწყვეტამდე.
ბოლო წლებში დოპინგ ტესზე არაერთი ფეხბურთელი ჩავარდაა, მათ შორის ანდრე ონანა და პოლ პოგბა. კამერუნელი მეკარის შემთხვევაში, უეფამ ერთ წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა ფეხბურთელს მას შემდეგ, რაც ტესტმა ფუროსემიდის პრეპარატი აღმოაჩინა სისხლში. თუმცა საარბიტრაჟო სასამართლომ დისკვალიფიკაცია ცხრა თვემდე მას შემდეგ შეამცირა, რაც სასამართლომ გაითვალისწინა ონანას ახსნა, რომ მან წამალი - რომელიც, მისი თქმით, მის მეუღლეს ეკუთვნოდა - ასპირინში აერია და შემთხვევით დალია.

ახლა რაც შეეხება მუდრიკის ქეისს, ამ მომენტისთვის უცნობია რა სასჯელი ემქურება ფეხბურთელს, რადგან ყველა B სინჯის პასუხს ელოდება. განიხილება რამდენიმე თვიანი ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, რამდენიმე წლიანი დისკვალიფიკაცია. თუმცა სანამ საბოლოო დასკვნა გახდება ცნობილი, ფეხბურთელი ჩელსის მაისურით თამაშს ვერ გააგრძელებს. თუ მეორე ნიმუშიც დადებითი იქნება, ამის შედეგები შეიძლება მძიმე იყოს მუდრიკისთვის.
ამ მომენტისთვის ჩელსიში გადაწყვეტილების მიღებას არ ჩაქრობენ. ყველა მეორე სინჯის პასუხს ელოდებობა, შესაბამისად, უცნობია რა ბედი ელის უკრაინელ ფეხბურთელს.