ოფიციალურად: ჩავი სიმონსმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც 2026 წელს თამაშს ვეღარ შეძლებს.
23 წლის ფეხბურთელმა უმძიმესი ტრავმა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, ვულვზთან შეხვედრაში მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა.
ჩავი სიმონსს ოპერაცია უახლოეს დღეებში ჩაუტარდება, რის შემდეგაც ახალგაზრდა ფეხბურთელი რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს. 23 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატს ოფიციალურად გამოტოვებს, მოედანს კი 2027 წელს დაუბრუნდება.









