ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა, მესამე სპარინგ-მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი კაუსასში, ლიეტუვის ნაკრებს დაუ[ირისპირდა. შეხვედრა მასპინძელტა უპირატესობით მიმდინარებდა და საბოლოოდ, 77:54 გაიმარჯვეს.
საწვრთნელ პროცესს შეურთდა და მატჩი მონაწილეობა მიიღო, ამერიკიდან დაბრუნულმა სანდრო მამუკელაშვილმა. სანდრომ 15 ქულა დააგროვა, 9 ქულა ბექა ბურჯანაძის, 8 ქულა კი გოგა ბითაძის ანგარიშზეა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპის ფარგლებში კიდევ 3მატჩს გამართავს:
პოლონეთი VS საქართველო - 14 აგვისტო
ჩეხეთი VS საქართველო - 19 აგვისტო
ჩეხეთი VS საქართველო - 21 აგვისტო
ევრობასკეტ 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში გაიმართება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით შეიკრიბება და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრები კვიპროსში, მასპინძელ ნაკრებთან, იტალიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთად იასპარეზებს.









