ლეგენდარულმა რუდ გულიტმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც მისი აზრით, მანჩესტერ იუნაიტედი ნაადრევად დაემშვიდობა. ნიდერლანდელი ყოფილი შუახაზელისთვის ასეთი მოთამაშე სკოტ მაკტომინეი არის. შეგახსენებთ, გასულ სეზონში ნაპოლისთან ერთად შოტლანდიელმა ლეგიონერმა სკუდეტო მოიგო.
"ალბათ მანჩესტერში უყურებენ მაკტომინეის თამაშს და ფიქრობენ - როგორ ვერ გავერკვიეთ მის შესაძლებლობებში აქამდე? ფაქტია, რომ ნაპოლიში სკოტს მეორე სუნთქვა გაეხსნა. ის თამაშობს ფანტასტიურად და ულამაზეს გოლებს იტანს. ვფიქრობ, იუნაიტედმა შოტლანდიელი შუახაზელი ნაადრევად გაუშვა.
რაც ყველაზე საგანგაშოა, "პარტენოპეის" ნახევარმცველი ერთადერთი ასეთი ფეხბურთელი არ არის. რაშფორდს ჰქონდა ძალიან კარგი პერიოდი ასტონ ვილაში, ანტონის კი ბეტისში. ისინი ვერ ახერხებენ იგივეს დემონსტრირებას "წითელ ეშმაკებში", რაც თვითონ კლუბის პრობლემა არის.
"









