პარის სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში უკვე ორი გოლის გატანა მოასწრო. ახალგაზრდა ქართველმა ვინგერმა ჯერ აიღო ბრესტის კარი, შემდეგ კი ბირმინგემის ასტონ ვილასი. პსჟ-ს წინ ელის 1/2 ფინალური დუელი ლონდონის არსენალთან.
საინტერესოა, რომ პარიზის ახალწვეული გარემარბი უკვე გაუთანაბრდა ნეიმარ ჟუნიორს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ფრანგული კლუბის მაისურით ასევე 2 ბურთი აქვს გატანილი. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ბრაზილიელი ფორვარდი პარკ დე პრენსზე 6 წელი თამაშობდა.
პარის სენ-ჟერმენის ყოფილმა ლიდერმა ორივე გოლი გაუტანა დორტმუნდის ბორუსიას, ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების სეზონის მერვედფინალში. ზოგადად კი პსჟ-ს ყოფილმა მე-10 ნომერმა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე შეაგდო 43 ბურთი, მაგრამ ბარსელონას მაისურით და თუ, ის იტანდა ფრანგულ კლუბში, ეს მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე ხდებოდა.









