საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 26 გოლით არის შოთა არველაძე, თუმცა უახლოეს მომავალში შესაძლოა ახალი რეკორდი ვიხილოთ. ამსტერდამის აიაქსის ექს-ფორვარდს მიუახლოვდნენ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე, რომლებსაც "ჯვაროსნებში" 22 და 23 ბურთი დაუგროვდათ.
ჩვენი ნაკრები არ არის ერთადერთი, რომელსაც უახლოეს მომავალში შესაძლოა ბომბარდირი შეეცვალოს. პირველ რიგში გამოსარჩევია საფრანგეთი, სადაც მთავარი გოლეადორის სტატუსს 57 ბურთით ინარჩუნებს ოლივიე ჟირუ, მაგრამ კილიან მბაპე მას უკვე სულ რაღაც 1 გოლით ჩამორჩება. ქვემოთ შეგიძლიათ აღნიშნულ მდგომარეობაში მყოფი სხვა ეროვნული გუნდებიც.
ეროვნული ნაკრებები, რომლებსაც უახლოეს მომავალში შესაძლოა ახალი ბომბარდირი ჰყავდეთ
| ნაკრები | ამჟამინდელი ბომბარდირი | უახლოესი მდევარი |
| კოლუმბია | რადამელ ფალკაო, 36 გოლი | ხამეს როდრიგესი, 31 გოლი |
| ეგვიპტე | ჰოსამ ჰასანი, 69 გოლი | მოჰამედ სალაჰი, 67 გოლი |
| საფრანგეთი | ოლივიე ჟირუ, 57 გოლი | კილიან მბაპე, 56 გოლი |
| საქართველო | შოთა არველაძე, 26 გოლი | გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, 23-22 გოლი |
| მაროკო | აჰმედ ფარასი, 36 გოლი | აიუბ ელ კააბი, 32 გოლი |
| ნიგერია | რაშიდი იეკინი, 37 გოლი | ვიქტორ ოსიმენი, 35 გოლი |
| სამხრეთ კორეა | ბუმ კუნ ჩა, 58 გოლი | სონ ჰინ მინი, 54 გოლი |
| უკრაინა | ანდრეი შევჩენკო, 48 გოლი | ანდრეი იარმოლენკო, 46 გოლი |









