საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნაკრების კანდიდატებზე კომენტარი გააკეთა და გიორგი გაგუაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ვილი სანიოლმა ნაკრებში გაგუას ივნისის სანაკრებო მატჩებზე გამოიძახა.
"ყველა პოტენციურ ნაკრების კანდიდატს ვაკვირდები. მაგალითად, გაგუას შანსი მივეცით, თუმცა ვერ დავინახე, რომ ის ნაკრებში სათამაშოდ მზად არის.
ყველა ფეხბურთელმა უნდა დამანახოს, რომ მზად არის საქართველოს ნაკრების მაისურის სატარებლად და გრძნობს ამ პასუხისმგებლობას. ნაკრები არ არის ადგილი, სადაც მეგობრების სანახავად უნდა მოდიოდე", - განაცხადა სანიოლმა.









