საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა თურქეთთან წაგებული 4:1 მატჩი შეაფასა.
"დასანანია და ყველა განვიცდით. ყველამ ჩვენს თავში უნდა ჩავიხედოთ და აღვიქვათ კარგად ის, რომ საქართველოს ნაკრებს წარმოვადგენთ.
თითქოს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის ნაპერწკალი გაქრა, რაც გვქონდა და ამის დაბრუნება აუცილებელია, რადგან ისე არაფერი გამოვა. დღესაც ძალიან დავიჩაგრეთ.
ასე ვერ გავაგრძელებთ, უნდა ვიპოვოთ ის ძალა, რითიც განვვითარდებით და გავაგრძელებთ შრომას.
ერთმანეთთან ყოფნა გვიხარია, ნაკრებში კარგი განწყობაა, მაგრამ თვითონ მოედანზე, ეს ერთიანობა არ არის", - განაცხადა კიტეიშვილმა.









