"ნაპოლის ახალი სტადიონი 2027 წლისთვის აშენდება. რაც შეეხება მშენებლობის დაწყებას, ეს ყველაფერი 18 თვეში დაიწყება. სტადიონის გარდა, აშენდება სპორტული კომპლექსიც, რომელიც 12 სპორტული მოედნისგან იქნება შემდგარი".
შეგახსენებთ, რომ "აძურის" ამჟამინდელი სტადიონი 1959 წელს გაიხსნა. 1990 და 2019 წლებში მას ჩაუტარდა რემონტი, 2020 წელს კი სახელი გადაერქვა. "სტადიო სან პაოლო" შეიცვალა "სტადიო დიეგო არმანდო მარადონათი", კლუბის გარდაცვლილი ლეგენდის პატივსაცემის ნიშნად. აქვე დავამატებთ, ამჟამინდელი არენა 54.726 ადამიანს იტევს.











