სერია ა-ს მე-19 ტურში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე მიიღო ჰელას ვერონა, რომელთანაც ითამაშა ფრე, 2:2. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 54-ე წუთამდე "პარტენოპეი" კალჩოს აუთსაიდერთან აგებდა 0:2-ს, მაგრამ ამის მიუხედავად, 1 ქულის გადარჩენა მაინც შეძლო. მასპინძლების მხრიდან გაიტანა ჯერ სკოტ მაკტომინეიმ, შემდეგ კი ჯოვანი დი ლორენცომ.
"აძური" აგროვებს 38 ქულას და უთანაბრდება მეორეადგილოსან მილანს, სერია ა-ს ლიდერ ინტერამდე კი სხვაობას ერთ ქულამდე ამცირებს. უნდა ითქვას ისიც, რომ როგორც "ნერაძურის", ისე "როსონერის" თავისი შეხვედრები მე-19 ტურში ჯერ არ ჩაუტარებიათ.
ნაპოლი 2:2 ვერონა
გოლები: 0:1 მარტინ ფრესე 16', 0:2 გიფტ ორბანი 27', 1:2 სკოტ მაკტომინეი 54', 2:2 ჯოვანი დი ლორენცო 82'.









