იტალიის სუპერ თასის ფინალი საუდის არაბეთში ჩატარდა, სადაც გამარჯვებული სულ რამდენიმე საათის წინ გამოვლინდა. მაყურებელმა ნაპოლი-ბოლონიას დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება "პარტენოპეის" დარჩა.
როგორც ნახევარფინალში, ფინალის MVP-იც დავიდ ნერესი გახდა, რომელმაც ბოლონიას დუბლი შეუსრულა.
ნაპოლიმ სუპერ თასი ისტორიაში მესამეჯერ მოიგო, ხოლო ანტონიო კონტემ "პარტენოპეისთან" ერთად მეორე ტიტულს დაეუფლა.
ნაპოლი 2-0 ბოლონია
გოლები: 1-0 დავიდ ნერესი 39', 2-0 დავიდ ნერესი 57'.
მატჩის მიმოხილვა









