რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან მოედანზე დაჰყო 72 წუთი, რის შემდეგაც ის პიოტრ ჟელინსკიმ შეცვალა. რაც შეეხება ქართველი ვინგერის სტატისტიკას:
ბურთთან 33 შეხება, 23 განხორციელებული პასიდან 19 ზუსტი (83%), ორთაბრძოლებში მოგება - 6-დან 2. "აძური" ფინალში მილანის ინტერსა და რომის ლაციოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასი იმართება ოთხთა ტურნირის ფორმატით, სადაც წარმოდგენილია სერია ა-სა და კოპა იტალიას გასული სეზონის ორ-ორი საუკეთესო გუნდი.









