ნაკრებიდან კლუბში ჩასვლის შემდეგ, კვარაცხელია მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია.
გუნდმა გუშინაც ივარჯიშა, თუმცა ქართველი შემტევი მხოლოდ სპორტულ დარბაზში ვარჯიშით შემოიფარგლა. იტალიელები კი წერენ, რომ ნაპოლი მის გარეშე შეტევაში არაფერია და ეს ატალანტასთან მატჩში გამოჩნდა.
ამჟამინდელი მოცემულობა ასეთია - კვარაცხელიას მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის, მალე გუნდთან ერთად ვარჯიშსაც დაიწყებს და უდიდესი ალბათობით, შემდეგ ტურში სათამაშოდ მზად იქნება.
სერია ა-ს მომდევნო ტურის მატჩს კვარაცხელიას ნაპოლი 7 აპრილს, მონცას წინააღმდეგ გამართავს.











