როგორც ნაპოლის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, მატეო პოლიტანოსა და სტანისლავ ლობოტკას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ, რის შემდეგაც მათი ტრავმების სიმძიმე გაირკვა.
ანტონიო კონტესთვის შეუცვლელი ფეხბურთელები "პარტენოპეის" რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარებიან, რაც ნაპოლისთვის ძალიან დიდი დანაკლისია.
როგორც იტალიური პრესა იუწყება, სტანისლავ ლობოტკა დაახლოებით 3-4 კვირას გამოტოვებს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი 1 თვემდე იუქმებს. ხოლო რაც შეეხება მატეო პოლიტანოს, იტალიელს დაახლოებით 2-დან 3 კვირამდე გაუცდება.
შეგახსენებთ, ნაპოლი 6 ტურის შემდეგ სერია A-ს 15 ქულით ლიდერობს, ხოლო რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ანტონიო კონტეს გუნდს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს.









