ვინ დარჩება გუნდში: ჯოვანი დი ლორენცო ხელშეუხებელია და მომდევნო სეზონშიც ის იქნება გუნდის კაპიტანი. მასთან ერთად დიდი ალბათობით არსად წავლენ ანგისა, ლობოტკა და პოლიტანო. შანსი მიეცემათ ახალწვეულებსაც - ნათანს, მაძოკის და ნგონგეს. ცალკე განხილვის ღირსია ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი - ქართველი ვარსკვლავი ზაფხულში გაუმჯობესებულ კონტრაქტს მოითხოვს და დე ლაურენტისიც ყველაფერს გააკეთებს სკუდეტოს მთავარი შემოქმედის შესანარჩუნებლად.
ვინ დატოვებს გუნდს: რაც დაზუსტებით ვიცი, დემეს და ზიელინსკის კონტრაქტი ეწურებათ და ზაფხულში ნეაპოლურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ. ოსიმენს კარიერის გაგრძელება მხოლოდ პრემიერ ლიგაში სურს და სეზონის ბოლოს, დე ლაურენტისის მის სანაცვლოდ 130 მილიონიანი ჩეკს მოითხოვს. კონტრაქტი ეწურება ალექს მერეტსაც და დიდი შანსია, ნაპოლი ზაფხულში ძირითადი მეკარის გარეშე დარჩეს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, წასული ლიდერების შესაცვლელად და საჩემპიონო გუნდის კიდევ ერთხელ ასაწყობად ნაპოლის ხელმძღვანელობას აქტიური მუშაობა მოუწევს.









